Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

“ვიბრძოლებ ბოლომდე და არ დავნებდები,” – არალთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა

March 5, 2026

ვისი პასუხისმგებლობაა 2025 წლის სექტემბერში, ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს არასრულწლოვნის დაღუპვა? – საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო განიხილავს. მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. პროკურატურის გამოძიების ვერსიით მომხდარში ბრალი, ახალციხის ქალაქ ვალეში მცხოვრებ, ხვიჩა ხარაიშვილს ედება, რომელიც ბრალს არ აღიარებს. ის ავარიისას სატვირთო ავტომობილს მართავდა. ბრალდებული დღეს სხდომათა დარბაზში, პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ საქმის გამოძიება არასამართლიანად მიმდინარეობს და ავარიაში მონაწილე ორივე ტრანსპორტის მძღოლი უნდა დაისაჯოს. 

საუბარია, გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარი ავტო ავარიის შესახებ, რა დროსაც სოფელ არლის გადასახვევთან მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა და მიკოროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 

 მიკროავტობუსს შემთხვევის დროს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები გადაჰყავდა. დაღუპულიც ფეხბურთელი იყო.

დღეს, საქმის განხილვისას,  დაცვის მხარე საქმეში არსებული მტკიცებულებების კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნების და ბრალდებულ ხვიჩა ხარაიშვილის დაკავების ოქმის დაუშვებლად ცნობას და საქმის შეწყვეტას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა შუამდგომლობა, სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის მოტივით არ დაკმაყოფილდა. 

ასევე, დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებული გირაოს საფუძველზე გაეთავისუფლებინათ, რადგან მათი თქმით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ ზემოხსენებული მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მათ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში არ იკვეთება ხარაიშვილის ბრალეულობა. თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა გირაოთი გათავისუფლების შესახებ ასევე არ დააკმაყოფილა.

პროკურატურას ბრალის საფუძვლად  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აქვს წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც ავარიაში სატვირთო ავტომობილის მძღოლის დანაშაული იკვეთება. სწორედ ამ დასკვნების დაუშვებლობას ითხოვდნენ ხარაიშვილის ადვოკატები და მიუთითებენ, რომ დასკვნა მიკერძოებული და ტენდენციურია.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მიკროავტობუსის მძღოლს ბეჟან ყულიჯანიშვილს. იგი მომხდარში მის ბრალეულობას გამორიცხავს და არგუმენტად მოჰყავს ვიდეო კამერის ჩანაწერი. ყულიჯანიშვილი გვეუბნება, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანს ენიჭებოდა. 

გამოძიება სსკ 276-ე მუხლით 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთვევაში 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.