Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

სომხეთი: საქართველო-სომხეთს შორის სოფლის გადაცემაზე საუბარი ტყუილია

April 28, 2026

რა თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 27 აპრილს საჯარო გამოსვლაში საქართველო-სომხეთის საზღვრების დემარკიზაციის თაობაზე და გეგმავს თუ არა სომხეთი საქართველოს დაუთმოს სოფელი?

ჩვენ ამ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც სოციალურ ქსელში და მედიაში არაერთი მასალა გავრცელდა იმის შესახებ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის შემდეგ სომხეთი სოფელ “ჯილიზას” საქართველოს დაუთმობს.

მივყვეთ დეტალურად –  რა თქვა ფაშინიანმა გუშინ, 27 აპრილს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ჩამოყალიბების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საჯაროდ გამოსვლაში?

“ჩვენს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, არის ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი და ამ მიმართულებით უკვე გვაქვს შეთანხმებები ქართველ პარტნიორებთან. ამის შედეგად ეტაპობრივად დასრულდება სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია.”

აღნიშნულ გამოსვლაში ფაშინიანს არ უსაუბრია კონკრეტულ საზღვრებზე და არც სოფლის გადაცემა-არ გადაცემის თაობაზე. 

თუმცა, სომხურ და ქართულ მედიაში გავრცელებული ვერსიით, მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმება სოფელ ჯილიზას საკითხსაც ეხებოდა და სომხეთი მას საქართველოს გადასცემდა.

ფაშინიანსი საჯარო გამოსვლიდან მეორე დღესვე, ანუ დღეს ფაშინიანის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთი საქართველოსთვის რომელიმე სოფლის გადაცემას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნებისმიერი ინფორმაცია, თითქოს სომხეთი საკუთარ ტერიტორიას სხვა ქვეყანას გადასცემს, არის ტყუილი და არ შეესაბამება  სიმართლეს,“ – წერს ბაღდასარიანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ მსგავსი პუბლიკაციები არც ადრე იყო სწორი და არც ახლა.

რა ინფორმაცია აქვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვრების დემარკიზაციის შესახებ ? – ჩვენი მედია უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს. მათგან პასუხის მიღების შემთვევაში მასალა განახლდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნებს შორის საზღვრების დემარკიზაციის და “ჯილიზას” დათმობის საკითხი მედიაში გააქტიურდა. მსგავსი განცხადებები გავცრელდა 2024 წელსაც.

მაგალითად სომხური მედია, “ქვეყნის ამბები” წერდა, რომ დემარკიზაციის პროცესში, გარკვეული ვერსიებით სწორედ ზემოხსენებული სოფლის დათმობაც განიხილებოდა. თუმცა ამავე მედია, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მოქალაქეთა ნაწილი, გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთში, 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ “დეზინფორმაცია” ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გაავრცელეს. 

სპეციალისტები ზემოხსენებულში რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებსაც ხედავს, რაც მათივე შეფასებით, სომეხ და ქართველ ხალხს შორის შუღლის გაღვივებისკენაა  მიმართული, რადგან სწორედ ოკუპანტი ქვეყნის და პუტინის საგარეო საქმეთა სამინისტოს, 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში იყო მითითებული, თითქოსდა ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ავტონომიას ითხოვდა, ხოლო ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას.

ეს განცხადება რომ ტყუილია არაერთგზის დადასტურდა, რომლის შესახებაც ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: