მეორე შახტის საჯარო სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი, საპირფარეშო სკოლის ეზოში, კუსტარულად არის მოწყობილი – ვკითხულობთ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2023-24 წლების ანგარიშში.
ზაზა მერაბიშვილი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც გეგმავს მიმდინარე წელს შვილი ვალის N4-ე საჯარო სკოლაში მიიყვანოს. საგანმანათლებლო დაწესებულება მეორე შახტის დასახლებაში მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დაზიანებულია, რეაბილიტაციას საჭიროებს, საპირფარეშო სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება და გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია ,მერაბიშვილი იძულებულია შვილი მაინც ამ სკოლაში მიიყვანოს, რადგან ვალეში ან ახალციხეში ტარების შესაძლებლობა არ აქვს. ვიდეო
ოფიციალური მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში 30-მდე მოსწავლე სწავლობს, რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, თუმცა სკოლის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები არჩევენ ბავშვებმა სახლისგან მოშორებით, თუმცა უკეთეს პირობებში მიიღონ განათლება.
რამდენად აქვთ ინფორმაცია საჯარო სკოლის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ახალციხის მერიას, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და განათლების სამინისტროს, იგეგმება თუ არა სკოლის და საპირფარეშოს რეაბილიტაცია და როდის?
ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, განათლების სამინისტროში და ახალციხის მერიაში გვითხრეს რომ მოიკითხავენ. მათგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
რაც შეეხება სკოლის დირექტორს, იგი გვეუბნება, რომ საპირფარეშო სუფთაა და სანიტარული ნორმები დაცულია. ჩვენს კითხვას, იგეგმება თუ არა როგორც სკოლის ისე საპირფარეშოს რეაბილიტაცია? – არ პასუხობს.
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საპირფარეშო რათა საფრთხე არ შეექმნას მოსწავლეების ჯანმრთელობას ? – გვესაუბრება პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
ახლა სკოლაში მოსწავლეები არ დადიან. მოაწესრიგებენ თუ არა საპირფარეშოს სასწავლო პროცესის დაწყებამდე? – თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.