ახალქალაქში ათასობით საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად სომეხი შეიკრიბა მშვიდობიან აქციაზე ყარაბაღში მცხოვრებთათვის სოლიდარობის გამოსახატად. კონფლიქტის გაჩაღებიდანვე მალევე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებმა საქველმოქმედო მიზნებით თანხის შეგროვება დაიწყეს. აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაპირისპირებამ ასახვა ჰპოვა ქვემო ქართლშიც, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
გადაცემაში ჩვენ ვუმასპინძლებთ სწორედ ამ ორ რეგიონში მცხოვრებ ორ გამორჩეულ ახალგაზრდას, სამოქალქო აქტივისტებს ტიგრან ტარზიანს ჯავახეთიდან და რაბილ აზად ისამილს ქვემო ქართლიდან.
სტუმრები:
ტიგრან ტარზიანი – ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, ჯავახეთი;
რაბილ აზად ისმაილ – ორგანიზაცია „სალამ“, ქვემო ქართლი.