ავტორი: მირანდა ფუტკარაია
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 104-ე წლისთავი რუსთავშიც აღინიშნება. თავისუფლების მოედანსა და კოსტავას გამზირზე საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. მოწყობილია ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები, ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სტენდები, ასევე გამოტანილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საკონცერტო სცენა მოეწყო, საიდანაც რუსთაველებს 26 მაისს ანსამბლი «რუსთავი» და «თუთარჩელა» ულოცავს.
რუსთავში საღამოს 6 საათზე კი დაგეგმილია ჯგუფ «რეგიონისა» და «killages» დასკვნითი კონცერტი.