Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

საპატიო ასპინძელის შესარჩევად კონკურსი დაიწყო – ასპინძის მერია

July 1, 2025

„საპატიო ასპინძელი“-ს წოდების მისანიჭებლად განაცხადების მიღება დაიწყო, – ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

  • კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
  • კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
  • ბიოგრაფიული მონაცემები;
  • წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფიზიკური პირის მიერ წამოყენებული კანდიდატის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია მხარდამჭერ პირთა ხელმოწერები, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა „საპატიო ასპინძელის“ კანდიდატის შესახებ შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინონ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მისამართზე– დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა N3.