200 000-მდე ლარი ასპინძის სოფელ ივერიის სკოლის გათბობისთვის და პანდუსისთვის – ტენდერი

October 20, 2026

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ბუნებრივი აირით გათბობის სისტემის მოწყობა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსის დამონტაჟება იგეგმება, რომლისთვისაც 200 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გათბობის სისტემის დამონტაჟება სკოლაში და სკოლის სპორტდარბაზში იგეგმება. ასევე, გათვალისწინებულია საქვაბის მშენებლობაც. 

ხოლო, პანდუსის მოწყობას სკოლის შესასვლელთან გეგმავენ.

სატენდერო დოკუმენტაციების მიღება დასრულდა, კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უდნა დაასრულოს.