რა პროგრამების დაფინანსება იგეგმება ახალციხეში, რეგ-ფონდიდან – საკრებულო

October 15, 2026

ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 3 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თანხით ახალციხეში და ვალეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას გეგმავენ, – საკითხზე დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

პროგრამით დასაფინანსებელი დაგეგმილი პროექტები შემდეგია:

ახალციხე:

  • კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სკვერის და მინი სტადიონის რეაბილიტაცია – 300 000-ზე მეტი ლარი;
  • 9 აპრილის ქუჩაზე, სკვერის მოწყობა – 340 000-მდე ლარი;
  • თამარაშვილის ქუჩაზე რამდენიმე სკვერის და ამ სკვერებში სარწყავი სისტემის მოწყობა – 700 000-მდე ლარი;
  • იაძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია 600 000-ზე მეტი ლარი;
  • ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია – 400 000-მდე ლარი.

ვალე:

  • მანველიშვილის და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია – 900 000-მდე ლარი.

აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში რეგ პროექტების მონიტორინგს, ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის ნათესავი, ნიკოლოზ მელიქიძე გაუწევს.