გაიცანით ახალციხეში არსებული გიტარის ჯგუფ “String Wave”-ს სოლისტები, თათული მანველიშვილი და ანასტასია შავაძე, რომლებიც თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი პროექტის “ურბანული ხმების” ფარგლებში, 14 ნოემბერს, ახალციხეში, „დარანში” დაუკრავენ.
„ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.
13 ნოემბერი — Asea Sool ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი
14 ნოემბერი — String Wave ლაივ შესრულება
ტასოს და Adele-ს ფოტო გენერირებულია AI-თ