დაშბაშის კანიონის 240 მეტრიანი შუშის ხიდი 15 ივნისს გაიხსნება

ფოტოს ავტორი: გიორგი ნასრაშვილი

ექსტრემის და ახალი თავგადასავლების მოყვარულებს წალკაში 15 ივნისის შემდეგ განსაკუთრებით მოეწონებათ. აქ, დაშბაშის კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ოფიციალურად სწორედ 15 ივნისს გაიხსნება.

პროექტის მიხედვით, შუშის ხიდზე მრავალწახნაგის ფორმის კაფეც იქნება. კომპლექსი მოიცავს დახურულ და ღია ტიპის რესტორანს, 62 კოტეჯს, სასტუმროს, ბაიკ-ლაინს და ატრაქციონებს.

კომპლექსი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშში მოეწყო. ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სპეციალური საინვესტიციო პირობებით 45 წლიანი ვადით ებრაულ კომპანიას “კასს ლენდს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 120 მილიონ ლარს შეადგენს.