117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

როდესაც ყველამ იცის და მაინც არ კეთდება — ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალციხეში

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

ახალციხეში ყაზბეგის ქუჩაზე მილის შეკეთებას მოსახლეობა თვეებია ითხოვს. ადგილზე მცხოვრებლები პირად საუბრებში გევუბნებიან, რომ ანტისანიტარია არაერთ პრობლემას იწვევს და რისკები ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მიგვითეთებენ დაზიანებული ხიდია, რომელიც იქვე მდებარეობს და ხალხის თქმით, გადაადგილებისას საფრთხეს ქმნის.

პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ როგორც ახალციხის მერიაში ისე მაჟორიტარ დეპუტატს. ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, რომ მოლოდინი ჰქონდა რომ საკითხი უკვე მოგვარებულ იყო.

როდის აპირებენ კანალიზაციის შეკეთებას და ხიდის რეაბილიტაციას? კითხვით ჩვენ თვითმმართველობას მივმართეთ. უწყებაში საჯარო კომენტარზე უარი გვითხრეს და მოგვწერეს, რომ პროექტი მზადაა და სამუშაოების ჩატარება იგეგმება, თუმცა ვერც კონკრეტულ დროს და ვერც სავარაუდო ბიუჯეტს გვისახელებენ.