117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

ცესკომ საიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სამცხე-ჯავახეთი ​

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალქალაქში N40 საარჩევნო უბანზე საია-ს მიერ დაწერილი საჩივარი, საარჩევნო ადმინისტრაციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას და წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდა.

საქმე ეხება ახალქალაქში საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დაულუქავი მიიტანეს. აღნიშნულის გამო უბანზე მყოფმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ​

ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ «ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» დამკვირვებლის საჩივარი.

«საარჩევნო უბნიდან შემოსული გადასატანი ყუთის ბიულეტენების რაოდენობა დაემატოს მაჟორიტარულ და საარჩევნო პროპორციულ ოქმებს. კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს კი გამოეცხადოთ შენიშვნა.»