117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

რას პასუხობს ახალციხის ოლქის თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორს

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, რომ «მრავალეროვანი საქართველოს» და «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს» წარმომადგენლების საჩივრებს არ ჰქონდა მინდობილობა, რის გამოც საჩივარი განხილვის გარეშე დარჩა.

თეა გავაშელი ამბობს, რომ «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს» შემთხვევაში წარმომადგენელთა სიაში არ იყო რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე, ხოლო «მრავალეროვანი საქართველოს» საჩივარი შეტანილი ჰქონდა დამკვირვებლის სახელით, რაც კანონით დაუშვებელია.

მისივე თქმით, «სამართლიანი არჩევნების » ყველა საჩივარი განიხილეს თუმცა “უსაფუძვლობის გამო ზოგი არა და ზოგი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს”.

«სამართლიანი არჩევნების» და «მრავალეროვანი საქართველოს» წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ისინი შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ნახეთ სამოქალაქო სექტორის შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.