117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

ევროკავშირმა და ამერიკამ რა სახის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს პანდემიის დროს? #გამოკითხვა

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

2020 წლის მარტში საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას, ევროკავშირმა 140 მილიონი ევრო გამოუყო, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად

ევროკავშირმა საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სპეციალური ტანსაცმელი გამოყო

ამერიკის საელჩომ საქართველოს მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა საჩუქრად გადასცა

2021 წელს ამერიკის საელჩომ საქართველოს ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი, 26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა და 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის აპარატები გადასცა

2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. თანხის ნაწილი გრანტია, ნაწილი შეღავათიანი კრედიტი.