117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

რატომ შეუჩერდა ფსიქოტროპული წამლების გამცემ ფარმაცევტს ლიცენზია? — #სამცხე_ჯავახეთი

რატომ შეუჩერდა სამცხე-ჯავახეთში ფსიქოტროპული წამლების გაცემის უფლების მქონე ფარმაცევტს ლიცენზია? სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ფარმაცევტმა წამლების გაცემის წესი დაარღვია, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ პირს ლიცენზია შეუჩერდა. 

ფარმაცევტი რეგიონის მასშტაბით, ექიმის დანიშნულების მიხედვით ამ კატეგორიის მედიკამენტებს 500-ზე მეტ პირზე გასცემდა. ახლა კი აღნიშნული პირები ფისქოტროპული წამლების გარეშე არიან დარჩენილი, ან მისი შეძენა დედაქალაქში უწევთ. 

ახალციხეში ფსიქოტროპულ წამლებს ორ თვეზე მეტია ვერ იღებენ

თემაზე ჩვენი რედაქცია უკვე მეორე თვეა მუშაობს. ჩვენი გაშუქების შემდეგ საკითხით დაინტერესდა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ( ფსიქოტროპული წამლების საკითხის გაშუქების შემდეგ ანტონ ობოლაშვილი დაგვიკავშირდა ). ის გვეუბნება, რომ საკითხის გარკვევის მიზნით დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს  და კონკრეტულ აფთიაქს, რომელშიც ამ დრომდე ფსიქოტროპული წამლების გაცემა შეჩერებულია. დეპუტატი ამბობს რომ საკითხის გადაჭრას დააკვირდება. ჯანდაცვის სამინისტროში კი ჩვენ ზარებს არ პასუხობენ.  

ჩვენ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის უფლება აქვს 323 ფარმაცევტულ დაწესებულებას. მათგან მხოლოდ ერთია სამცხე-ჯავახეთში, რომელშიც როგორც უკვე გითხარით ორ თვეზე მეტია ლიცენზირებული ფარმაცევტი არ ჰყავს.

ახალციხეში მცხოვრებლები ექიმების მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს ვერ იღებენ