ახალციხეში, თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება

March 11, 2020

ახალციხეში, თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება. მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული პირები არიან. ისინი 14 დღიან თვითიზოლაციის პროცესს გაივლიან და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაყვანილი იქნებიან სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდებათ ანალიზები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი აღნიშნავს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და არც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ.

„იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც არ სურდათ თვითიზოლაციაში ყოფნა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალებით დავარწმუნეთ, რომ მათთვის და მათი ახლობლებისთვის უმჯობესი იქნებოდა ახლა თვითიზოლაციაში იქნებოდნენ. ასევე შემოვიდა ცრუ ზარიც, ერთ-ერთი მოქალაქე მარშუტით მგზავრობსო, მაგრამ გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირი სახლიდან არ გასულა,“ – გვითხრა ხაბულიანმა.

11 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონა ვირუსის დადასტურებული 23 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 126 პირი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

Leave a Reply