ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის შესახვედრად 93 497 ლარის დახარჯვას გეგმავს

December 6, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ტენდერი რამდენიმე კატეგორიაში გამოაცხადა: საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 24 813 ლარი, ნაძვის ხის მოსართავების შესასყიდად 13 500 ლარი, საახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესაძენად 12 973 ლარი და საახალწლო განათების და აქსესუარების შესაძენად 11 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ხოლო მინიმუმ 15 მეტრიანი ნაძვის ხის შეძენა მუნიციპალიტეტს 31 211 ლარი დაუჯდა, რომლის სამონტაჟო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. საერთო ჯამში თანხა 93 497 ლარს შეადგენს.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზების უზრუნველყოფისთვის მერიამ ტენდერი 28 ნოემბერს, ხოლო ნაძვის ხის მოსართავების, საახალწლო აქსესუარების და განათების შესაძენად  27 ნოემბერსს გამოაცხადა, განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 04 დეკემბერს და მიღების ვადა დღეს 06 დეკემბერს დასრულდა.

ნაძვის ხისთვის აქსესუარების შესაძენაად ტენდერში მხხოლოდ ერთმა პრეტედენტმა „შ.პ.ს აიბიმ“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მერიისგან შესასრულებელი სამუშაოებისთვის 11 210 ლარი მოითხოვა, ანუ გათვალისწინებულ თანხაზე 2 290 ლარით ნაკლები.

მხოლოდ ერთი პრეტედენტი მონაწილეობს ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის განათების და აქსესუარების შეძენის უზრუნველყოფისთვის გამოცხადებულ კონკურსში. კომპანია „დანდი“ სამუშაოებისთვის მერიას 10 897 ლარის დახარჯვას სთავაზობს.

წინადადების მიღება დასრულდა და ასევე მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გამოთქვა სურვილი ახალი წლისთვის ახალციხეში საახალწლო ღონისძიების ორგანიზების უზრუნველყოფაზე. „შ.პ.ს. კეთილმოწყობამ“ მერიას ზუსტად 24 813 ლარი შესთავაზა.

ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესასყიდად განცხადებების მიღება 27 ნოემბერს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა სამმა პრეცედენტმა: ნოდარი ბალახაშვილმა, გიორგი ინასარიძემ და „შპს მაგი“-მ მიიღო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეფასება/შერჩევის პროცესი, მაგრამ გიორგი ინასარიძე და „შპს მაგი“ უკვე დისკვალიფიცირდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ნოდარი ბალახაშვილმა მერიას შესასრულებელი სამუშაოებისთვის 12 973 ლარი მოთხოვა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

საახალწლო ღონისძიების უზრუნველყოფისთვის შესრულებული სამუშაოები 27 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს და მათი დემონტაჟი 16-20 იანვრამდე უნდა მოხდეს. ხოლო ნაძვის ხის მოსართავების და საახალწლო განათების/აქსესუარების შეძენა დამონტაჟების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში უნდა შესრულდეს.

16 მეტრიანი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა, ტენდერის თანახმად მერია 60 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა. ტენდერში გაიმარჯვა  „შ.პ.ს ჯეო კომფორტმა“, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობას შესასრულებელი სამუშაოებისთვის 31 211 ლარი შესთავაზა.

Leave a Reply