ორჯერ 10 დღეში – ურაველის ხეობაში კლდე კიდევ ჩამოიშალა

April 5, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

ფოტო: არქივი(ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია)

ურაველის ხეობაში კლდე კიდევ ჩამოიშალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 10 დღის განმავლობაში, როცა ნაშალი საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ კლდიდან რამდენიმე ქვა ჩამოვარდა და არც გზის ჩაკეტვა გამოუწვევია. მობილიზებულია სპეც ტექნიკაც.

“მცირე ნაწილი ჩამოინგრა, რამდენიმე ქვა. გზის ჩაკეტვა არ გამოუწვევია. ნაგვის ურნასთან ყრია ნაპირზე. ტექნიკა გაიტანს ქვებს და გაასუფთავებს,” – გვითხრეს მერიაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აღნიშნული მონაკვეთის გასუფთავებისთვის და რეაბილიტაციისთვის 2019 წელს 150-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერა შეაგროვა და მერიაში ინიციატივით შევიდა, თუმცა კომპლექსური რეაბილიტაცია არ დაწყებულა. 

«ერთხელ ამ გზის გაწმენდა ჭრის თუ არა საბოლოოდ პრობლემას?» — TI ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობების გაწმენდაზე

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას, მაშინაც კლდიდან ნაშალი გზაზე ჩამოწვა, გადაადგილებისათვის აქტიურ დროს.