რა მეთოდით ისწავლის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში 432 ახალი სტუდენტი

September 14, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს სწავლა 277 პირველ კურსელით შერეული, ჰიბრიდული მეთოდით დაიწყო.

უნივერსიტეტში 277 სტუდენტიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე 236 ჩაირიცხა. ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე კი 57 სტუდენტი, რომელთაგან 27 ახალქალაქის და 30 ახალციხის კორპუსში გადანაწილდა.

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ნიკოლოზ ახალკაცი TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ პირველ კურსელები უნივერსიტეტში სიარულს შეძლებენ, ხოლო დანარჩენები შერეული მეთოდით ისწავლიან.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით 53 სტუდენტი ჩაირიცხა. ძირითადად ,სტუდენტები ეკონომიკის, საჯარო მმართველობის და ვეტერინარიის პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ვეტერინარიაზე 12 სტუდენტი  იმ უნივერსიტეტიდან გადავიდნენ, რომელიც დაიხურა. როგორც ნიკოლოზ ახალკაცი გვეუბნება,რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მობილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება მაგისტრატურას, აქ გამოცხადებული 90 ადგილიდან 45 შეივსო, სულ პროგრამებზე 63 სტუდენტი იყო რეგისტრირებული. ახალკაცის თქმით, სამაგისტროზე სწავლის მსურველთათვის მიღების  მეორე ეტაპი დღეს გამოცხადდა.

საბოლოო ჯამში უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წელი 432 ახალი სტუდენტით განაახლა.

Leave a Reply