როგორ პირობებში არიან კარანტინში მყოფი მოქალაქეები აბასთუმანში

February 27, 2020

საჭმელი სკამზე და მწირი რაციონი – „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ პირობებში უწევთ საკვების მიღება აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოთავსებულ მოქალაქეებს.

TOK TV ფილტვის ცენტრის კლინიკურ მენეჯერს, კახა ბერიძეს დაუკავშირდა. იგი არ იზიარებს გავრცელებული ვიდეოს კონტექსტს და ამბობს, რომ მოქალაქეთა მომსახურება ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

„დიეტოლოგის მიერ დაწერილი, სტანდარტული კვება აქვთ. სკამები აწყვია ოთახების კარებთან, ეს შედარებით ნეიტრალური ზონაა. იქ ალაგებენ საჭმელს და შემდგომ შეაქვთ პაციენტებს პალატებში. როცა დაამთავრებენ პაციენტები დაკვირვების პროცედურებს, მათ კითხეთ , ან სხვა პაციენტებსაც კითხეთ , თუ როგორი ვითარება იყო კლინიკაში.“ – განაცხადა ბერიძემ.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოქალაქეები გუშინ, 26 თებერვალს გადაიყვანეს. ისინი 14 დღეს კარანტინში მოთავსდებიან, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი გადაყვანილნი იქნებიან შესაბამის დაწესებულებაში.

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეა. მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა.

ვიდეო © მთავარი არხი

Leave a Reply