სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე

April 11, 2020

დღეს კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართა. მიზეზი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია.

ახალციხის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო მესა მხოლოდ 7 პირის თანდასწრებით აღევლინა.

“მხოლოდ 7 ადამიანი ესწრებოდა ლიტურგიას. მღვდელი, სამი სტიქაროსანი, ორღანისტი და ორი მედავითნე. 17:00 საათზე დავიწყეთ კომენდანტის საათის გამო,” – გვითხრა ახალციხის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მიშა სურმავამ.

მისივე თქმით, მრევლი ხვალ, 12 აპრილს შეძლებს ეკლესიაში მისვლას და ზიარების მიღებას. კათოლიკე მრევლი ზიარებას III-IV-საუკუნის წესის მიხედვით მიიღებს, ანუ მოძღვარი ზიარების პურს ხელის გულზე დაუდებს.

13 აპრილს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

მათ ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება, მოქალაქეების კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, რამდენიმე კვირის წინ მიიღეს.

Leave a Reply