საგრანტო კონკურსი რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

February 25, 2020

„ახალგაზრდების სააგენტომ“ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას მხოლოდ რეგიონში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში გამოცხადდა და მის ფარგლებში, თითო რეგიონიდან 2-3 ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფინანსდება. საერთო ჯამში, დაფინანსების მოპოვებას საქართველოში მოქმედი 20-30 ორგანიზაცია შეძლებს.

მინიმალური თანხა, რომელიც შეუძლია ორგანიზაციამ მოიტხოვოს 30 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური 90 000 ლარი.

„აღნიშნულ ინიციატივას სააგენტო სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს რომელიც მათივე თქმით, ევროპის მოდელის გათვალისწინებით შემუშავდა. მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება და ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდული სფეროს ერთგვარ ეკოსისტემას ქმნის,” – განმარტავს ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენელი, ნინო შეყლაშვილი.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს გრძელვადიანი პლატფორმების შექმნას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარებას.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, 2019 წლის 26 აგვისტოს დაარსდა. ის აერთიანებს ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე ადრე არსებულ სამი უწყებას: განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებული – ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტს, სსიპ-ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდს. სააგენტო დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და პრემიერ მინისტრს. იგი დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.

კონკურსი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. განცხადებების მიღება შესაძლებელია ბმულზე – მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

Leave a Reply