სამცხე-ჯავახეთში მასწავლებლები და დირექტორები გადამზადდებიან

September 3, 2020

სამცხე-ჯავახეთის მაშტაბით დაწყებითი განათლების პედაგოგებს და დირექტორებს ახალი სკოლის მოდელის შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაამზადებს. საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძე გვეუბნება, რომ უნივერსიტეტის ლექტორები ბენეფიციარებს გადაამზადებენ როგორც ქართულ ისე სომხურ ენებზეც.

„გადამზადდებიან მასწავლებლები და მასწავლებლები გადაამზადებენ თავის კოლეგებს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტმა შესთავაზა პროექტს თავისი რესურსი. ადამიანური რესურსი ანუ ტრენერები , რომლებიც გადამზადდებიან, რომლებიც შემდგომ სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს შეხვდებიან და გააცნობენ ამ ახალ მეთოდებს.“

პროექტის ერთ-ერთი ტრენერი ,მაკა ჯანაშვილი ახალის სკოლის მოდელის შესაბამისად გადამზადდება,, შემდეგ კი თავად დაატრენერებს ადგილობრივ სკოლის მასწავლებლებს და დირექტორებს. გვეუბნება, რომ აუცილებელია განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს განვითარებას.

„21-ე საუკუნეში ყველაფერი სწრაფად ვითარდება და მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების სიტემის გადაწყობა. თუ განათლების სისტემა ასეთი მოქნილი არ იყო და არ მოერგო ახალ სისტემას ფაქტობრივად აზრს კარგავს.“

პროექტის მენეჯერის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ირმა ქურდაძეს თქმით, პროექტი გულისხმობს არსებული კურიკულუმის და სილაბუსების მოდერნიზებას, რისი მიხედვითაც მომავალი მასწავლებლებიც გადამზადდებიან.

„ახალი სკოლის მოდელი ეს არის ახალი მიდგომა განათლებაში, რაც გულისხმობს განსხვავებულ სწავლების მეთოდოლოგიას, მატრიცულ განვითარებას, სწავლა-სწავლების ფორმების ახალ რელსებზე გადასვლას. გარდა იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გადაამზადებს რეგიონის დირექტორებს და მასწავლებლებს ასევე მოხდება არსებული კურიკულუმების და სილაბუსების მოდერნიზება. ანუ მომავალი მასწავლებლებიც მომზადდებიან იმ სტანდარტების მიხედვით, რომელსაც დღეს რეფორმა გვკარნახობს.“

პროექტი ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რეგიონის მასშტაბით 201 დირექტორი და 308 მასწავლებელი უფასოდ გადამზადება. პროექტი უკვე ძალაშია შესული და სექტემბრის ბოლოდან ადგილობრივი 12 ტრენერი გადამზადდება.

კურსის გავლა სავალდებულოა ყველა დირექტორისთვის და დაწყებითი განათლების პედაგოგისთვის.

გარდა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისა პროექტებში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიც. პროგრამის მიზანია ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელება, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისი მეთოდების დანერგვა.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

Leave a Reply