სამცხე-ჯავახეთში 4 ცხელების ცენტრია

April 3, 2020

სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ცხელების ცენტრი გაიხსნა. ცენტრში მოთავსდება ყველა ის პირი, რომელსაც COVID-19-ის სიმპტომები ექნებათ. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და დადასტურების შემთხვევაში გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში.

ცხელების ცენტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის რეფერალურ ჰოსპიტალშიც გაიხსნა. ადიგენის ჰოსპიტალის მენეჯერის, ლალი ბალახაშვილის განმარტებით ჯერ ცენტრი არავის გამოუყუენებია.

“გავხსენით ცხელების ცენტრი, მოთავსდება ყველა ის პაციენტი, რომელსაც ექნება საეჭვო სიმპტომები. ჩაუტარდება ანალიზი და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში,” – ჩვენთან საუბარში განმარტავს ბალახაშვილი.

ცხელების ცენტრი ამოქმედდა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებში და ბორჯომის კლინიკაში.

Leave a Reply