უკანონო ნაგავშემკრები კერძო სახლში

November 4, 2019

პოლიეთილენის პარკები, ყუთები, სავარცხლები, ჩანთები , ბოთლები… ამ და სხვა ნივთებს შეხვდებით ახალციხის ერთ-ერთ ქუჩაზე არსებულ მიტოვებულ, ნაგავსაყრელად ქცეულ სახლში. ანტისანიტარიის გამო მომრავლდნენ მღრღნელები და ქვეწარმავლები.

რეპორტაჟის ეთერში გაშვებამდე, ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც პირობა მოგვცეს, რომ არსებულ პრობლემაზე რეაგირებას მოახდენდნენ. თუმცა, რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან ორი კვირის შემდეგაც ვითარება უცვლელია.

Leave a Reply