“გუშინ პოლიცია რომ არ ჩარეულიყო უარესი მოხდებოდა” – პეტროსიანი ენზელ მკოიანთან დაპირისპირების შესახებ

March 27, 2020

რა მოტივით მოხდა გასროლა ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატის სახლში ? – ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ უცნობია

“გუშინ პოლიცია რომ არ ჩარეულიყო უარესი მოხდებოდა. საჭირო დროს მოვიდა პოლიცია. ეს კონკრეტული შემთხვევა არ იყო პოლიტიკური მოტივით განპირობებული, თუმცა ჩემი და მკოიანის ურთიერთობა პოლიტიკის გამო დაიძაბა,” – ამბობს TOK TV-სთან საუბარში სამველ პეტროსიანი.

ახალციხის პოლიციიდან, დაკითხვის შემდეგ გამოსულმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და საკრებულოს დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ჩვენ მათ ტელეფონით დავუკავშირდით.

ყოფილი დეპუტატი, სამველ პეტროსიანი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი(ენზელ მკოიანი) ურთიერთობა პოლიტიკის გამო დაიძაბა.

გუშინ, 26 მარტს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლიდან გასროლის ხმა გაისმა. დეპუტატი და ყოფილი დეპუტატი, სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. დეპარტამენტიდან გამოსულმა მკოიანმა და პეტროსიანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ახალქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეებიც, თუმცა ისინი კამერას ერიდებოდნენ და ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე კომენტარს არ აკეთებდნენ.

შსს-მ გამოძიება 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Leave a Reply