შეფერხება ენერგო მიწოდებაში

June 11, 2020


ხვალ 12 ივნისს ახალქალაქის და ახალციხის სოფლებს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 08:00-18:00 საათამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის რაიონის სოფლებში: პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, საძელი, ორალი, ივლიტა, ყულალისი, ხაკი, სხვილისი, ზემო სხვილისში და აბასთუმნის გზადკეცილის ქუჩაზე მცხოვრებ 1395 ამბონენტს.

ასევე, ახალ ქსელში ჩართვის მიზნით, ასევე ელექტრო ენერგიის მიწოდება (13:00-17:00 საათამდე) შეუწყდებათ ახალქალაქის შემდეგ რეგიონებში: დილისი, ჩუნჩხა, პტენა და ახალქალაქის კ.ცეტკინის ქუჩაზე მცხოვრებ 887 აბონენტს.

ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია აქვეყნებს.

Leave a Reply