87 კოვიდინფიცირებული 24 საათში

September 11, 2020

საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი, 87 გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 917 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 1 354 გამოჯანმრთელდა და 19 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 882 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირია მოთავსებული, ხოლო საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილთა რაოდენობა 41-ს შეადგენს.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 28 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან 908 000-ზე მეტი გარდაიცვალა და 20 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

Leave a Reply