COVID-19 ადიგენში და უწყებები, რომლებიც კომენტარს არ აკეთებენ

September 21, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტზე მთელი დღის განმავლობაში საუბრობდნენ ადგილობრივები, თუმცა ამ დრომდე ფაქტის გადამოწმების საშუალება არ მოგვეცა, რადგანაც ოფიციალური წყაროები კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.

⭕ ფაქტი ცოტა ხნის წინ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მელიქიძემ დაგვიდასტურა.

“ორი ადამიანია ინფიცირებული, სოფელ ჭეჭლაში. ორივეს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მოკვლეულია კონტაქტები, ამ დროისთვის 25 ადამიანია გატესტილი და მათგან 23-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ორის პასუხს ველოდებით. მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევაც,” – გვითხრა მიქელაძემ.

“ორ კაცს დაუდასტურდა ვირუსი, ერთი ადიგენში მუშაობდა. კონტაქტები არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ამბობენ ქორწილში ყოფილა აჭარაშიო,” – ამბობენ ადგილობრივები.

⭕ დეტალების გასარკვევად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუიზან ქიმაძესთან დაკავშირებას. იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს და ტელეფონს თიშავს.

⭕ კომენტარს არ აკეთებენ არც ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და არც თავად მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე.

“მე ვერაფერს ვერც ვუარყოფ და ვერც დაგიდასტურებ, მიმართეთ ჯანდაცვას,” – გვითხრა, პრეს სამსახურის წარმომადგენელმა, ეთო ლობჯანიძემ.

“დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელს, გიორგი მიქელაძეს,” – გვითხრა ზაქარია ედნელაძემ, ადიგენის მერმა.

⭕ ჩვენ ასევე დავუკავშირდით სოფელ ჭეჭლაში, მერის წარმომადგენელს, თემური ბლიაძესაც. მან გვითხრა, რომ მიგვემართა ჯანდაცვის ცენტრისთვის და ტელეფონი გათიშა. ​

⭕ დაავადებაა კონტროლის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ არ სცალია, ტრენინგზეა და ტელეფონი გათიშა.

​⭕ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ ვუკავშირდებით ვერც დაავადებაა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურში არ გვიპასუხეს, პაატა იმნაძესგან კი ომენტარს რედაქცია უკვე რამდენიმე საათია ელოდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი დადასტურდა.

Leave a Reply