ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს – Reuters

September 23, 2020

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს – ამის შესახებ როიტერი საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

”პაციენტის მდგომარეობა საკმარისად გაუმჯობესდა, რომ მწვავე სტაციონარული მკურნალობიდან გაგვეწერა”, – ნათქვამია საავადმყოფოს ოთხშაბათის განცხადებაში.

ბერლინის კლინიკაში რუსმა ოპოზიციონერმა ჯამში 32 დღე გაატარა, აქედან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში. იგი 7 სექტემბერს გამოიყვანეს სამედიცინო კომიდან და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. 22 აგვისტოს კი სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. თუმცა, კრემლი მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

Leave a Reply