დღეს საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა

September 22, 2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სამთავრობო საიტზე StopCov.ge– ზე განახლდა.  გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მეორე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი კლინიკაში 20 სექტემბერს გადაიყვანეს.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი, აქედან ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონკული მოციმციმე არითმია. მეორე პაციენტი გახლავთ ქუთაისში, რომელიც 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალურიდან გადაიყვანეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. მასაც ჰქონდა მძიმე თანხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და, შესაბამისად, ამ პაციენტის გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, –განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

ბოლო ორ დღეში საქართველოში COVID-19-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა .

Leave a Reply