დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლება დისტანციურად ჩატარდება

September 11, 2020

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდო. თავდაპირველი გადაწყვეტილებით სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სასკოლო ოთახებიდან უნდა განახლებულიყო. თუმცა, მოსწავლეები 1 ოქტომბრამდე დისტანციური რეჟიმით ისწავლიან.

“ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორედ შევაფასოთ მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება 2 კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა,

გიორგი გახარიას განმარტებით  ეს გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის შეფასებით, სკოლებში სწავლების გადადება ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისაღებია. თუმცა მისივე შეფასებით  სკოლები დიდ ეპიდკერას არ წარმოადგენენ და დისტანციური რეჟიმის დატოვების აუცილებლობა არ არის.

Leave a Reply