ხანგოშვილის საქმე: ახალი ეჭვმიტანილი და 2008 წელი

August 29, 2020

Insider -ის გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის  საქმეში მეორე ეჭვმიტანილი ჩნდება  –  ,, Вымпел“-ის  ექს ოპერატიული თანამშრომელი“ – რომან დემიანჩენკო , რომელიც  ФСБ– ში ,,დამსახურებულ პენსიაზე“ ნაადრევად  2008 წელს გავიდა, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის  პარკში  საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი), მოკლეს,  ეთნიკური ჩეჩენი , ყოფილი საველე მეთაური, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების ძალების სავარაუდო მრჩეველი (DW) . მოწმეების დახმარებით, სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს დააკავეს.იპოვეს სავარაუდო მკვლელის  მოქმედი რუსული პასპორტი – ვადიმ სოკოლოვის სახელზე, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ფსევდონიმი იყო. გარკვეული დროის შემდეგ, ჟურნალისტებმა შეძლეს მისი იდენტიფიცირება, როგორც რუსეთის ფედერალურ სამსახურებთან დაკავშირებული  ვადიმ კრასიკოვის სახით.

,,მეორე რუსის” კვალზე, მკვლელობაში მონაწილეობის დიდი ალბათობით,  გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური ოფისი 2020 წლის ივნისში გავიდა. შემდეგ ჟურნალმა Der Spiegel, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მოქალაქე რომან დ. თუმცა, გამოძიება დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი არ იყო. დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე  რომან დ. ბელორუსიიდან ყალბი  პასპორტით შევიდა პოლონეთში და შემდეგ გერმანიაში. იგი უკან  7 აგვისტოს. დაბრუნდა.

ინსაიდერის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პასპორტი, რომელიც რომან დ-მ წარადგინა საზღვარზე, გაცემულია რომან იურიევიჩ დავიდოვის სახელზე. საერთაშორისო პასპორტის სერია დამეთხვა  ვადიმ კრასიკოვის პასპორტს. ორივე პასპორტის გაცემის თარიღები ასევე იდენტური იყო.  განაცხადიც კი შენგენის ვიზაზე ერთად იყო შეტანილი  ასევე “დავიდოვმა” განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ ინჟინრებად პეტერბურგის ფირმა ZAO “Rust” – ში.

ინტერნეტ-პორტალის ინსაიდერის ჟურნალისტებმა  გამოძიება   ,,დერ შპიგელთან“ ერთად ჩაატარეს. მათ გაირკვეს, რომ რომან “დავიდოვის” ნამდვილი სახელია რომან იურიევიჩ დემიანჩენკო. გამოცემის  თანახმად, დემიანჩენკო   ФСБ-ს ოფიცერი, “Вымпел”.განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი იყო. Insider -მა გამოძიება 29 აგვისტოს გამოაქვეყნა.

The Insider– ის ინფორმაციით,  რომან დემიანჩენკო 1980 წლის 4 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა. ინტერნეტში პრაქტიკულად მის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. მაგრამ ფრაგმენტული მონაცემების თანახმად, ის 2011 წლამდე მსახურობდა  ФСБ-ს სპეციალური ძალების ცენტრის – “Vympel” დირექტორატში “B”. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, დემიანჩენკო პენსიაზე 2011 წელს, 31 წლის ასაკში დავიდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს ნაადრევი, ე,წ, დამსახურებული პენსია იყო, რადგან ერთ – ერთი სპეცოპერაციის დროს მამაკაცი დაჭრეს. ეს ვერსია ირიბად დასტურდება იმით, რომ 2008 წლიდან დემიანჩენკო შედის იმ პირთა სიაში, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებს იღებენ – ჩვეულებრივ, ეს ასოცირდება სახელმწიფო ჯილდოებთან. საყურადღებოა 2008 წელი რომელიც რუსეთის შეარაღებულ აგრესიას ემთხვევა საქართველოს წინააღმდეგ.

2019 წელს დემიანჩენკო ოფიციალურად მუშაობდა Vympel- ის დამხმარე ფირმაში , მოსკოვის მახლობლად,

კომპანია “Vympel-Assistance” არის ერთ-ერთი კომპანია ზოგადი სახელწოდებით “Vympel”, რომელიც უსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს  მომხმარებელს. ყველა მათგანი რეგისტრირებულია ბენდერსკის სახელზე და მდებარეობს იმავე მისამართზე, რომელსაც ვადიმ კრასიკოვი არაერთხელ სტუმრობდა.

Insider -მა გამოაიკვლია დემიანჩენკოს დეკლარირებული შემოსავალი და ივარაუდა , რომ იგი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა,

Insider- ის ჟურნალისტებმა მოახერხეს დემიანჩენკოს სატელეფონო საუბრების მეტამონაცემების წვდომაც, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ ის ხშირად სტუმრობდა კომპანია Vympel ჯგუფის სათაო ოფისს და ესაუბრებოდა მის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ ბენდერსკის და ასევე ამჟამინდელ თანამშრომლებს. ФСБ-ში მისი კიდევ ერთი თანამოსაუბრე იყო ვინმე –  ევგენი E , ФСБ-ს პოლკოვნიკი და Vympel – ის სპეცრაზმის ყოფილი წევრი. დადგენილია, რომ ევგენი ე. ხშირად ურთიერთობდა ბერლინის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვადიმ კრასიკოვთანაც და დანაშაულის ჩადენის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში კრასიკოვის მეუღლესთან.

Insider– ის ცნობით, ვიზა, რომელთანაც რომან “დავიდოვი” შენგენის ზონაში შევიდა 3 აგვისტოს, გაიცა სანკტ – პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოში.

რომან დემიანჩენკო მოსკოვიდან პეტერბურგში გაემგზავრა 2019 წლის 23 ივლისს. მან  უკანა გზის  ბილეთი 26 ივლისისთვის არ გამოიყენა, მაგრამ კიდევ შეუკვეთა სხვა ბილეთი 29 ივლისისთვის. მისი სავიზო განაცხადი თარიღდება იმავე დღეს – სახელწოდებით “დავიდოვი”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემიანჩენკოს მოუწია სანქტ-პეტერბურგში დარჩენა ვიზის მისაღებად საჭირო ყველა სამოტივაციო დოკუმენტის შესაგროვებლად. მისი ვიზა გაიცა 2019 წლის 31 ივლისს.

Insider-მა დააზუსტა რომ რომან დემიანჩენკოს ჰქონდა მინიმუმ სამი განსხვავებული პასპორტი, სხვადასხვა სახელით და დაბადების განსხვავებული თარიღებით, რომლითაც იგი მოგზაურობდა

მისი ნამდვილი სახელით მან მოძრაობა მხოლოდ რუსეთის შიგნით განაგრძო და გაემგზავრა უკრაინისგან ანექსირებულ ყირიმში. გასული ხუთი წლის განმავლობაში ყირიმი და კრასნოდარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა დემიანჩენკოსთვის. კრასნოდარში, ვაგნერის PMC– ის ბაზა მდებარეობს, რომელსაც GRU და ФСБ ხელმძღვანელობენ, განმარტავენ საგამოძიებო ჟურნალისტები.

რომან “დავიდოვის” სახელზე გაცემული პასპორტის მიხედვით, დემიანჩენკოს მხოლოდ ერთი უცხოური მოგზაურობა ჰქონდა – ბერლინში. დემიანჩენკო საზღვარგარეთ ყველა სხვა მოგზაურობის დროს წარადგენდა  პასპორტს –  რომან “ნიკოლაევის” სახელზე, ნიკოლაევი დაიბადა 1980 წლის 22 დეკემბერს. Insider აღნიშნავს, რომ მონაცემები დემიანჩენკოს მარშრუტების შესახებ, რომლებიც განხორციელდა  “ნიკოლაევის” სახელით, “ფრთხილად გაიწმინდა” მონაცემთა ბაზებიდან, მაგრამ გამოცემამ მოახერხა ინფორმაციის მოძიება რომ “ნიკოლაევი” ჩეხეთში 2015 წელს,  სირიაში 2016 და 2017 წლებში ასევე და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდა.

როგორც ინსაიდერმა გაარკვია, რომან დემიანჩენკოს ერთ – ერთი ვიზიტი  სანქტ-პეტერბურგში შედგა,  კიდევ სამ ადამიანთან ერთად. ერთ-ერთი მათგანის სახელია ანდრეი საზონცევი. მანამდე დადგენილია, რომ ის იყო ბრწყინვალე შვიდეულის, Vympel ФСБ გუნდის ნაწილი, რომელიც ფარულად გაემგზავრა საზღვარგარეთ ფარული ოპერაციების ჩასატარებლად, მათ შორის იყო  ორი მკვლელობა სტამბოლში 2015 წელს. დემიანჩენკოს დანარჩენი ორი სატელიტი ასევე მუშაობენ კომპანიების Vympel ჯგუფში და არიან ФСБ სპეციალური ძალების ყოფილი ოფიცრები.

სრული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად , საგამოძიებო ჟურნალისტები ასკვნიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იქნა კომპანია Vympel ჯგუფის მიერ და ФСБ -ს სპეცნაზის ვეტერანთა რეგიონული გაერთიანების მიერ. გამოძიების მიხედვით კომპანია Vympel ჯგუფი, ფაქტობრივად, ნაწილობრივ მაინც. ასრულებს ФСБ  -ს განყოფილების როლს – საზღვარგარეთ დაკვეთილი  მკვლელობებისთვის.

მომზადებულია Insider , Der Spiegel და DW მასალებზე დაყრდნობით

Tags: ,

Leave a Reply