117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

კორონავირუსის რეკორდული, 170 შემთხვევა — საქართველო

საქართველოში დღეს 15 სექტემბერს ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 170 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უცვლელია. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

იგივე წყაროს ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული — 2 562 შემთხვევაა, რომელთაგან 1 369 უკვე გამოჯანმრთელდა და — 19 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება — 6 633 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836-ია მოთავსებული, მათ შორის — 41 საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილი ადამიანებია.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საქართველოს რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. ასევე, ახმეტის, ჩოხატაურის და გორის  რამდენიმე სოფელთან საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

მსოფლიოში კორონავირუსის  შემთხვევებმა 29 მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან 900 000-ზე მეტი გარდაიცვალა და 21 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

Оставьте комментарий