ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ აქსესუარების შესაძენად ტენდერი 17 435 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია 06 დან 08 დეკემბრამდე. გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს მუნიციპალიტეტისთვის გარე გამოყენების მანათობელი ლედ დეკორაცია – ვარსკვალები, ანგელოზები, 3D ნაძვი, ზარი, 2D ნაძვი და სხვა ქუჩის აქსესუარები.
საახალწლო ტენდერები გამოცხადებულია ახალციხის მუნიციპალიტეტშიც.
რაც შეეხება ახალქალაქს, მერიამ ინიციატივის სახით საახალწლო აქსესუარებისთვის 14 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საკრებულომ არ დააკმაყოფილა და კორექტირებისთვის უკან დააბრუნა. ამ დრომდე უცნობია გამოიყოფა თუ არა აღნიშნული თანხა.