ავტორი: ინგა ირიციანი – 577681889
ასპინძის მუნიციპალიტეტში 17 435 ლარიანი საახალწლო ტენდერი გამოცხადებიდან 2 დღეში შეჩერდა. როგორც სატენდერო დოკუმენტის თანდართულ ოქმში ვკითხულობთ მიზეზი პანდემიაა.
დეტალების გასარკვევად ჩვენ სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, ზურა ლეკიშვილს დავუკავშირდით. გვითხრა, რომ “მიზეზი ასახულია ოქმში და სხვას ვერაფერს დაამატებს.”
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლო აქსესუარებისთვის 17 435 ლარის გამოყოფას გეგმავდა.