ახალქალაქში 2021 წლის შესახვედრად 14 000 ლარის გამოყოფას აპირებენ, აღნიშნული ჯერ ინიციატივის დონეზეა და შესაბამისად ტენდერი არ გამოცხადებულა. საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. ინფორმაციას Jnews ავრცელებს.
ჩვენ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დავუკავშირდით. მისი თქმით, საკითხს ხვალ საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
“ინიციატივა შევიტანეთ, ჯერ არ ვიცით დადასტურდება თუ არა, ხვალ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ,” – გვითხრა უნანიანმა.
საახალწლო აქსესუარებისთვის და ტკბილეულისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა ახალციხის მერიამ. უწყებაში 19 130 ლარის გამოყოფას გეგმავენ.