სოფელ კოხტაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს -წალკა 

September 21, 2026

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფ. კოხტის ცენტრამდე ბეტონის საფარის 2 500-მდე მეტრის  მონაკვეთს კომპანია “ჯეო ბილდ გრუპი” აგებს.

სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  გზის საფარის მოსაწყობად ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  (2064806,60 ) 

გზის  მოწყობის სამუშაოების გამო, სოფლის მოსახლეობას ალტერნატიული მინდვრის გზით სარგებლობა უწევს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც, რადგან გზის დაგება ახალი სასკოლო სეზონის დაწყებმადე ვერ მოესწრო.   ადგილობრივები ამბობენ რომ გზის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და კმაყოფილები არიან.

 ჩვენ ვკითხეთ წალკის მერიას,   ხომ არ იგეგმება გზის მოხრეშვა, გადაადგილების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. მერიაში გგვიპასუხეს, რომ სკოლამდე და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება მოკლე  დროში იგეგმება.

ჩვენ ასევე  დავუკავშირდით კომპანია ,,ჯეო ბილდ გრუპის “ ხელმძღვანელს. კომპანიაში გვეუბნებიან რომ ვიდრე გზის მოწყობის სამუშაოები არ დამთავრდება,  ალტერნატიული მინდვრის გზა იქნება, რომლის  მოწესრიგება სისტემატიურად მიმდინარეობს, რადგან არ შეფერხდეს გადაადგილება. 

ხშირი წვიმების გამო, გზა ხშირად ითხოვს მოწესრიგებას.  კვირაში ერთხელ იყრება ღორღი, რემონტება იმისთვის რომ კომფორტულად იმოძრაოს ავტომობილებმა. 

ხელშეკრულების თანახმად გზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

Tags: ,