14 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე და სასაჩუქრე ნაკრები – ასპინძის მერიის ტენდერი

November 3, 2026

14 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე და სასაჩუქრე ნაკრები – ასპინძის მერია 2027 წლის შესახვედრად 150 000-მდე ლარის ღირებულების ნაძვის ხის და 175 ცალი სასაჩუქრე ნობათის შესყიდვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ტენდერი ორ ეტაპად არის გამოცხადებული. პირველ შესყიდვაზე, რომელიც ნაძვის ხის შეძენას გულისხმობს, წინადადებების მიღება დაწყებულია და 5 ნოემბერს დასრულდება.

მეორე შესყიდვის მიხედვით, 30 800 ლარად იგეგმება 175 ცალი სასაჩუქრე ნაკრების ყიდვა. 

რა იქნება ყუთში? – საახალწლო კერამიკის ფიგურა, ანანასი, ნამცხვარი, მიწის თხილის გოზინაყი, ლიმონათი, ნატურალური წვენი, შოკოლადის კანფეტი, შოკოლადის თოვლის პაპა, შოკოლადის ფილა, ღვინო.

წინადადებების მიღება 10-12 ნოემბერს იწარმოებს.