130 000-მდე ლარი საახალწლოდ ადიგენის მოსართავად – ტენდერი

October 30, 2026

2027 წლის შესახვედრად, ადიგენის მერია ქუჩების მოსართავად სხვადასხვა საახალწლო დეკორაციების და სამონტაჟო მასალების შესაძენად 129 690 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ჯონჯოლის, ნეონის მანათობლების, 3D დეკორაციების და სხვა აქსესუარების ყიდვა, რომლისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

საახალწლო აქსესუარები ადიგენის მერიამ 2025, 2024 და 2023 წლებშიც შეიძინა. კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2026 წლის შესახვედრად ადიგენის მერიამ დეკორაციების შესაძენად 90 000 ლარი დახარჯა. 2025 წლის, აქსესუარებისთვის 15 000 ლარი დახარჯა, ხოლო 2024 წლის შესახვედრად 45 000 მდე ლარი, შესყიდვა ითვალისწინებდა აქსესუარების მოწყობას და დემონტაჟს.

რა ბედი ელის გასულ წლებში ნაყიდ დეკორაციებს? – ადიგენის მერიაში გვეუბნებიან, რომ ახალი აქსესუარები არსებულს დაემატება და შესაბამისად საახალწლოდ უფრო მეტ ქუჩას მოაწყობენ. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში უნდა განახორციელოს.

წინადადებების მიღება 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე იწარმოებს.