,,კარტოფილის მოსავალი შემცირდა, ხარჯი კი გაიზარდა“- წალკა

October 27, 2026

ენვერ ირემაძე  კარტოფილის მოსავალს იღებს, მაგრამ მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოა, გვიყვება რომ ხშირმა წვიმებმა და სიცივეებმა მოსავლის ხარსხი გააფუჭა. მოსავლით უკმაყოფილოა სოფელ განთიადის მკვიდრი  მალხაზ ბოლქვაძეც 
ენვერ ირემაძე: ამას კარტოფილის მოსავალი არ ჰქვია, ძროხას თუ აჭმევ ამას. ამინდები არ იყო, ნახევარი მიწაში რჩება. ვწვალობთ, გასაჭირში ვართ“ .

მალხაზ ბოლქვაძე: ეს პირუტყვის საჭმელია, ამინდები არ იყო. წლევანდელი ამინდების გამო, მოსავალი არ არსებობს. მოსავალი მინიმალურზე მინიმალურია. წვიმა საჭიროა, მაგრამ სულ წვიმდა, სითბო არ იყო.ნიადაგი სველია და კარგად ვერ ვიღებთ, რჩება. ამ მოსავლის რეალიზაცია გამორიცხულია. 8-9 პროცედურა სჭირდება კარტოფილის მოყვანას, ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. საწვავი გაძვირდა, გაორმაგებულია თითქმის ყველაფერი. 1000 კვ.მ რა კარტოფილსაც ამოიღებ, მისი შეძენა ბევრად უფრო იაფი გიჯდება. საუკეთესო კარტოფილს 60 თეთრად იყიდი. ჩვენ გაცილებით ბევრი გვიჯდება.

ენვერ ირემაძე: საწვავი გაძვირდა, ტრაქტორმა მოუმატა ფასი. მოხნა-დაფრეზვა გაძვირდა, საწვავის ფასი დღითიდღე მატულობს. ძალიან ბევრი დაუმუშავებელი მიწებია, მაგრამ იყო დრო რომ ერთი გოჯა მიწაც არ რჩებოდა დასამუშავებელი.

წალკელების მთავრი შემოსავალი სოფლის პროდუქტებიდან და მერძევეობიდან მიღებული თანხაა. გვიყვებიან რომ  მათი შრომა დღითიდღე უფრო რთულდება, მოსავალს ფასი  არ აქვს, გლეხის შრომა  აზრს კარგავს და მოსახლეობაც მიწას აღარ ამუშავებს

ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გვაინტერესებდა, არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამა ფერმერების დასახმარებლად, მოსავლიანობის გაზრდისა და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად,  რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის რომ არ დარჩეს დაუმუშავებლი ფართობები.

პრესასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ამ მიმართულებით სახელმწიფო  პროგრამა არ აქვთ.   

საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2025 წელს კარტოფილის მოსავალმა  207.9    ორას შვიდ ათას ტონაზე მეტი შეადგინა. რაც 2024 წელთან შედარებით დაბალია. 

2025 წელს საქართველოში კარტოფილის წარმოება  შემცირდა. 

ამავე წელს კარტოფილის იმპორტი  საქართველოში გაორმაგდა და ყველაზე მეტი პროდუქტი თურქეთიდან შემოიტანეს. 

რაც შეეხება ექსპორტს,  2025 წელს კარტოფილის ექსპორტი გაიზარდა. მთავარი სარეალიზაციო  ქვეყანა რუსეთი იყო. 

ვიდრე წლევანდელი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გახდება ცნობილი, მოსახლეობა გვიყვება   რომ  გასულ წელს კარტოფილის რეალიზაცია გაუჭირდათ და მოსავალი გაუფუჭდათ.

Tags: ,