ბორჯომის მერია ახალი ნაძვის ხეს და საახალწლო დეკორაციებს ყიდულობს, რომლისთვისაც ჯამში 300 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ტენდერი ორ ეტაპად არის გამოცხადებული: პირველი ტენდერით 66 000 ლარად იგეგმება 10 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხის და 1,5 მეტრიანი ვარსკვლავის ყიდვა.

მეორე ტენდერის მიხედვით, ნაძვის ხის სათამაშოებისთვის და სხვადასხვა აქსესუარებისთვის 230 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული.
ნაძვის ხის შესყიდვაზე წინადადებების მიღება 10-12 ხოლო, აქსესუარების შესყიდვაზე წინადადებების მიღება 13-16 ნოემბერს იწარმოებს.