კოლეჯ „ოპიზარსა“ და ყოფილ თანამშრომელს შორის სასამართლო დავა გრძელდება

November 3, 2026

ახალციხის კოლეჯ “ოპიზარსა” და ყოფილ თანამშრომელს, მარიამ გოგნაძეს შორის სასამართლო განხილვა გრძელდება, – დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარემ ახალი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც 13 მოწმის დაკითხვას და საქმეზე ახალი დოკუმენტების დართვას ეხებოდა – აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ დააკმაყოფილა. ხოლო, მოთხოვნა, საქმეს დართვოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მხარის მტკიცებით, გოგნაძესა და კოლეჯის დირექტორს შორის საუბარია ასახული და მუქარის ფაქტი იკვეთება, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, ჩანაწერი უკანონოდ იყო მოპოვებული, რადგან საუბრის მონაწილე პირი ჩაწერის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.

მოპასუხე მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია. შემდეგი სასამართლო სხდომა 2027 წლის, 18 იანვარს ჩაინიშნა.

მარიამ გოგნაძე კოლეჯში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ფრჩილის მოვლის პროგრამას ხელმძღვანელობდა და სტუდენტებს ასწავლიდა. იგი 29 მაისს, მისივე თმით, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ გათავისუფლება კოლეჯის დირექტორის კრიტიკაზე პასუხი იყო. 

გოგნაძე სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სხდომის დასრულების შემდეგ, კოლეჯ ოპიზარის წარმომადგენელს სასამართლოში, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე: კოლეჯ “ოპიზარსა” და ყოფილ თანამშრომელს შორის სასამართლო განხილვა დაიწყო