ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ ვულკანიზაციაში ხელოსანი დაშავდა, იგი კლინიკაშია გადაყვანილი – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა დღეს მოხდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი საბურავს ცვლიდა, რა დროსაც იგი გასკდა, ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა. მათივე ინფორმაციით, პირი კლინიკაში გადაყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით? – შსს-სგან ინფორმაციის მიღებას მთელი დღეა ველოდებით.