ახალციხეში, რუსთაველის 124-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაზიანებები მოწესრიგდა

June 28, 2023

ახალციხეში, რუსთაველის 124-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაზიანებები მოწესრიგდა. მერიის ამ ქმედებას წინ უძღვოდა ჩვენი რედაქციის მიერ აღნიშნულ პრობლემაზე მომზადებული რეპორტაჟი.

სიუჟეტში საუბარი იყო რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონების მიმდებარედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უკვე მოგვარებულია. თუმცა ჯერ კიდევ დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები, რამდენიმე ადგილზე ან ჭანჭიკები აკლია, ან – მოშვებულია.

სკვერი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ, შპს “არალმა” მოაწყო, რისთვისაც 830 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ მოაწესრიგა სივრცე, მოაწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები, სკამები, ნაგვის ურნები და ა.შ

ამავე წყაროს ცნობით, თანხა სრულად ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ სამუშაოები კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა, რომელიც მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე სრულად უნდა აღმოიფხვრას.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტმა შპს “არალს” თანხის 83 % უკვე გადაუხადა.