ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვები წესდება

June 27, 2023

 ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვები წესდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.

უწყების ცნობით, ამისი მიზეზი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.