ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, – ინფორმაციას “საქართველოს მთავრობა” ავრცელებს.
ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში – რა ხდება?
19 ნოემბერს, დილით, ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი – კვლავ უმძიმესია. ექიმების ცნობით, მას სხეულის 87% აქვს დამწვარი.
ფოტო: IPN