Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ახალციხის მერია, წინააღმდეგია, ახალი თეატრის “მანიფესტი” შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ჩატარდეს

March 25, 2025

ახალციხის მერია, წინააღმდეგია, ახალი თეატრის “მანიფესტი” შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ჩატარდეს

რა არის გეგმა B – ნახეთ ვიდეო 

https://youtu.be/zcBu3pEietI

ტექსტი:

ახალციხის მერია, წინააღმდეგია, ახალი თეატრის მანიფესტი შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ჩატარდეს. 

აქტივისტი, ჯაბა ნათენაძე გვეუბნება, რომ მის წერილზე, რომელიც შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე საათით გადაკეტვას ეხებოდა მერიამ უარყოფითი პასუხი გასცა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 

ახალი თეატრის მანიფესტი 30 მარტს, 19:00 საათზეა დაგეგმილი, სად ჩატარდება ღონისძიება? – ნათენაძემ მერიას ალტერნატიული ფართის თხოვნით დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. 

რატომ არ გასცა ნებართვა ახალციხის მერიამ იმ ფონზე, როდესაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, წინასაახალწლოდ და “ქართული ოცნების” ღონისძიებისთვის 3-3 დღით გადაკეტილი იყო? – მერიაში გვეუბნებიან, რომ პასუხი წერილშია მითითებული, ხოლო წერილში მხოლოდ ის წერია, რომ მერია პაატა ნათენაძეს ქუჩის მონაკვეთის გადაკეტვის წინააღმდეგია.