აბასთუმანში კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაციისთვის 40 000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება- ტენდერი

September 7, 2026

დაბა აბასთუმანში აღობილის დასახლებაში N1 საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 43 854 ლარია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ბეტონის ფენის დემონტაჟი სადარბაზოში, დაზიანებული კარ-ფანჯრების დემონტაჟი,შიდა კედლების და ჭერის დამუშავება,შიდა კედლების შეღებვა და ა.შ.

წინადადებების მიღება მთავრდება 5-8 სექტემბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.