ახალციხის სოფელ სვირში შიდა გზების და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება

29/08/2023
179
Views

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მერია 40 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 126 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია და სარწყავი არხების მოწყობა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 5-8 სექტემბერს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

Comments are closed.